Accessibility links

logo-print

ბონომ და მედვედევმა ქველმოქმედებაზე ისაუბრეს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უმასპინძლა ბონოს, ირლანდიური ჯგუფის „U-2“-ს ლიდერს, თავის რეზიდენციაში სოჭთან. მედვედევმა, რომელიც თაყვანისმცემელიაკ ლასიკური როკის, ისეთი ჯგუფების , როგორიცაა „დიიპ პარპლი“ და „ლედ ზეპელინი“, შეაქო ბონო აფრიკაში ისეთი პრობლემების წარმოჩენისთვისა, როგორიცაა სიღარიბე და შიდსი. პრეზიდენტი ინგლისურად ესაუბრა ბონოს, რომლის ჯგუფი თავის ისტოორიაში პირველ კონცერტს გამართავს რუსეთში, ოთხშაბათს. ბონოს ქველმოქმედის სახელი აქვს თავისი ჰუმანიტარული საქმიანობის გამო. ის მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს, ვალები გაუუქმონ ღარიბ სახელმწიფოებს.
XS
SM
MD
LG