Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საზღვაო ქვეითები ავღანეთში წლების განმავლობაში დარჩებიან


აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ჯარების მეთაურმა, გენერალმა ჯეიმს ტერი კონუეიმ დღეს განაცხადა, რომ ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება ავღანეთში უსაფრთხოების იმ დონის მიღწევას, რომ შესაძლებელი გახდეს, საზღვაო ქვეითების ამ ქვეყნიდან წასვლა. კორუეიმ, ავღანეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას სურს მომზადოს თავისი ჯარისკაცები იმისთვის, რომ ავღანეთში ომი 2011 წლისთვის დადგენილი ვადის შემდეგაც გაგრძელდება. მისივე თქმით, დაზვერვის თანახმად, თალიბანის მეომრები გამხნევებული არიან იმედით, რომ აშშ გაისად ავღანეთიდან გავა. კონუეის განცხადება აშშ-ის სამხედრო მეთაურის მხრიდან პირველი ასეთი ხასიათის შეფასება იყო მას მერე, რაც პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაიწყება 2011 წლის ივლისში. შარშან შემოდგომაზე, ობამამ განაცხადა, რომ უშიშროების პირობები განსაზღვრავს, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს და რა სისწრაფით.
XS
SM
MD
LG