Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 800 ათასი ადამიანი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი


როგორც გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან, პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული 800 000 ადამიანი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მათ დასახმარებლად 40 ვერტმფრენის მობილიზებაა საჭირო, რათა მათ საკვები, პირველადი დახმარების ნივთები და მედიკამენტები მიაწოდონ. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, დაზარალებულთა დიდი ნაწილი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ მთიანი რეგონებიდან არიან, სადაც წყალდიდობამ მთლიანად დაანგრია ხიდები და გზები. პაკისტანის პრემიერ მინისტრის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტის გამო, რომ წყალდიდობით დაზარალებულთა შორის შესაძლებელია გავრცელდეს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის ქოლერა და დიზინტერია, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს ბავშვები წარმოადგენენ. გაეროს ინფორმაციით, წყალდილობისაგან დაზარალებულთა რიცხვი უკვე 17 მილიონს აღწევს.

XS
SM
MD
LG