Accessibility links

logo-print

ფილიპინების პოლიცია მძევალთა გათავისუფლების ოპერაციისას დაშვებულ შეცდომას აღიარებს


ფილიპინების პოლიცია აღიარებს შეცდომას, რომელიც მათ მძევლად აყვანილი ტურისტების გათავისუფლებისას, ფილიპინების დედაქალაქში, მანილაში დაუშვეს. როგორც ფილიპინების შინაგან საქმეთა სამინისროს განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები ყოფილ პოლიციელთან, რომელმაც მძევლად აიყვანა ტურისტული ავტობუსი, არასწორად მიმდინარეობდა, ხოლო სპეცნაზს, რომელმაც ავტობუსი შტურმით აიღო, არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება. გათავისუფლების სპეცოპერაციის შედეგად 8 ჰონკოგელი ტურისტი დაიღუპა. დაიღუპა თავად ყოფილი პოლიციელიც. ჰონკონგში ფილილინების წარმომადგენლობის ოფისთან სამშაბათს საპროტესტო აქციაც გაიმართა.

XS
SM
MD
LG