Accessibility links

logo-print

ქვეყნის მასშტაბით სამი საჯარო სკოლა გაუქმდება


დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით სამი საჯარო სკოლა ლიკვიდირებული უნდა იყოს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 25 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო ქუთაისში, გუმათის #2-ე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია. ასევე, დღეისათვის ლიკვიდირებული უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის #2-ე საჯარო სკოლა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის #2-ე სკოლა. ამავე ბრძანებულების თანახმად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ლიკვიდირებული უნდა იყოს გურჯაანის ცერებრული დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის #2-ე საჯარო სკოლაც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აღნიშნული ბრძანება უკვე ძალაშია.

XS
SM
MD
LG