Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მზიურში" დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართება


"კონსერვატიული პარტიისა" და "ხალხის პარტიის" ორგანიზებით, დღეს "მზიურში" დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა და აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, დღევანდელ აქციაზე დევნილები კიდევ ერთხელ დააყენებენ მოთხოვნას, თბილისში საცხოვრებელი ფართების გამოყოფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩხარტიშილის თქმით, დღესვე დაფუძნდება ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" იქნება. ორგანიზაცია დევნილების უფლებების დაცვაზე, მათი პრობლემების წინ წამოწევასა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე იზრუნებს.

XS
SM
MD
LG