Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების იმედად მყოფი ფოცხოეწერლები


საცხოვრებელი კორპუსები ფოცხოეწერში
საცხოვრებელი კორპუსები ფოცხოეწერში
ფოცხოეწერი - სოფელი, სდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ენგურჰესის მშენებლებისთვის ოთხსართულიანი კომპაქტური კორპუსები აშენდა, დღეს შველას ითხოვს. შენობების უმრავლესობა, სადაც ამჟამად თაღოვანი კაშხლის მუშები და მათი შვილები ცხოვრობენ, ავარიულია. ოთახებში შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ. თითქმის ჩამოშლილია კედლები. იატაკი დამპალია და განადგურებულია კარ-ფანჯარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების რეაბილიტაციისთვის სახსრები არ გააჩნიათ, რისთვისაც არაერთხელ მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ.

ასეთი გაუსაძლისი პირობების, უმუშევრობისა და ხშირად შიმშილობის გამო სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდა. ფოცხოეწერლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალგაზრდების დასაქმებაზე არ იზრუნებს, სოფელი მთლიანად დაცარიელდება.

ფოცხოეწერლების პრობლემები და დემოგრაფიული მდგომარეობა არახალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის. მამუკა ქარდავამ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ სახლების რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებენ და სამუშაო ადგილების შექმნაზეც იზრუნებს.

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ფოცხოეწერში ადგილობრივებს იმედი გაუჩინა თბილისიდან დევნილების ჩასახლებამ. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ მათი დასახლების შემდეგ შეიძლება ხელისუფლებამ სოფელზე ზრუნვა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG