Accessibility links

ბოსნიაში დააპატიმრეს სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ბოსნიელი სერბი


ბოსნიის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაკავებულია ბოსნიელ სერბთა პოლიციის ყოფილი ოფიცერი, რომელიც, როგორც ეჭვი აქვთ, 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელ მუსულმანთა გაჟლეტაში მონაწილეობდა. პროკურატურის ცნობით, 37 წლის დრაგან ნესკოვიჩი დღეს დააპატიმრეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოსნიაში, ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ქალაქ ბიელინაში. 1995 წლის ივლისში ბოსნიელ სერბთა ჯარმა 8000 მუსულმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცა მას მერე, რაც ქალაქი სრებრენიცა დაიკავა გაეროს კონტროლქვეშ მყოფ ზონაში. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მასობრივ ხოცვას გენოციდის აქტის კვალიფიკაცია მისცა.
XS
SM
MD
LG