Accessibility links

logo-print

აფხაზური მხარე კავშირის დამყარებას აპირებს პარაგვაისა და ბრაზილიასთან


ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კავშირის დამყარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით. სოხუმის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს არგენტინასთან, ჩილესთან, ბოლივიასა და ურუგვაისთან. მისივე თქმით, აფხაზური მხარე კავშირის დამყარებას აპირებს პარაგვაისა და ბრაზილიასთან, რომლებსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. ღვინჯიას განცხადებით, სოხუმის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან ომის საფრთხე შენარჩუნებულია.
XS
SM
MD
LG