Accessibility links

logo-print

საქართველომ და მექსიკამ პოლიტიკური კონსულტაციები დაასრულეს


საქართველომ და მექსიკამ პოლიტიკური კონსულტაციები დაასრულეს. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მეხიკოში ორდღიანი შეხვედრისას პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივასა და საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განსაზღვრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ”მექსიკამ დაადასტურა ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისადმი, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობას ითვალისწინებს.”
XS
SM
MD
LG