Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს, რომ მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში S-300 განათავსა


რუსეთი უარყოფს, რომ მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემა ეს-300 განათავსა. სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით დღეს იუწყება, რომ ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის იყენებს ”ბუკ”-ის და ”ტუნგუსკის” ტიპის სისტემებს და არა ეს-300-ს. სამშაბათს საღამოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონში აქვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-300, თუმცა, ამის შესახებ ჯერჯერობით არ უთქვამს.
XS
SM
MD
LG