Accessibility links

რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო


თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან გამოსახლებული რამდენიმე დევნილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შიმშილობს. აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ ახალი საცხოვრებლის გადაცემის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს არ მიიღებენ. აქციის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ სწორედ ოფიციალური დოკუმენტი იქნება იმის გარანტი, რომ გარკვეული დროის შემდეგ საცხოვრებლიდან კვლავ არ გამოასახლებენ. თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფო მზად არის დევნილები რეგიონებში დაასახლოს, მაგრამ შიმშილობის აქციის მონაწილენი თბილისში დარჩენას მოითხოვენ. თავად დევნილთა განცხადებით, ელემენტარული საარსებო წყაროს მოპოვების ერთადერთი საშუალება სწორედ დედაქალაქში დარჩენაა.
XS
SM
MD
LG