Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 600 ათასი ლარის გაფლანგვა აღმოაჩინეს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის განმარტებით, 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 600 ათასი ლარი სპორტული ინვენტარის შეძენისას გაიფლანგა. ანდრიაშვილის ცნობით, საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გია ნოდია ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG