Accessibility links

logo-print

ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი სერბიას გადაეცა


დღეს ხორვატიამ სერბიას გადასცა სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სრეტკო კალინიჩი. ექსტრადიცია შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სერბიამ და ხორვატიამ ახლახან ხელი მოაწერეს პატიმართა გაცვლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას. კალინიჩი, რომელსაც სერბიაში დაუსწრებლად მიესაჯა 30 წლით პატიმრობა, ძებნაში იმყოფებოდა 2003 წლიდან, როცა მოკლულ იქნა ჯინჯიჩი. მიმდინარე წლის ივნისში კალინიჩი ხორვატიაში დააპატიმრეს. მისი ექსტრადიციის ოპერაცია გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში მოხდა.
XS
SM
MD
LG