Accessibility links

დღეს ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ დღეს ფხენიანში ჩავიდა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, კარტერს გულთბილად დახვდა ბირთვულ საკითხებში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი კიმ კიე გვანი. შეერთებული შტატების ხელისუფლება იტყობინება, რომ კარტერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა იმის იმედით, რომ მოხერხდება ამერიკის მოქალაქის, აიჯალონ მაჰლი გომესის, გათავისუფლება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ციხეში იმყოფება. მაგრამ არც თეთრი სახლი, არც სახელმწიფო დეპარტამენტი და არც კარტერის ოფისი არ ადასტურებენ ან უარყოფენ, რომ ესაა ჩრდილოეთ კორეაში კარტერის ვიზიტის მიზეზი. აპრილში გომესს რვა წლით მკაცრი რეჟიმის შრომა მიესაჯა ჩინეთის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კორეაში შესვლისთვის.
XS
SM
MD
LG