Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციის მოსამზადებელი კურსის წევრმა მოკლა თავისი ესპანელი ინსტრუქტორები და თარჯიმანი


ესპანეთის მთავრობის ცნობით, ავღანელმა მამაკაცმა, რომელიც პოლიციაში მოსამზადებელ კურსს გადიოდა, დღეს თავის ესპანელ ინსტრუქტორებს გაუხსნა ცეცხლი. მოკლულია ესპანეთის ორი პოლიციელი და მათი ესპანელი თარჯიმანი. ავღანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ ესპანეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელს და მოკლეს პროვინცია ბადღისში, ესპანეთის ჯარის ბაზაზე. ბაზის გარშემო ასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტოდ. როგორც მოწმეებმა უთხრეს ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ზოგიერთი დემონსტრანტი ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა და სულ ცოტა ერთ შენობას წაუკიდა ცეცხლი. ესპანეთის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს რამდენიმე დემონსტრანტი.
XS
SM
MD
LG