Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ იუწყება სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო ”იონხალი”. კიმ ჩენ ირის ჩინეთში ვიზიტის მიზნების შესახებ არაფერია ცნობილი. ჩრდილოკორეელი ლიდერის ვიზიტზე კომენტარი ჯერ არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მაისის შემდეგ, კიმ ჩენ ილი უკვე მეორედ ჩადის ჩინეთში. არ გამორიცხავენ, რომ მისი ამჟამინდელი ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG