Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სიმონ ჯანაშია


სიმონ ჯანაშია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
სიმონ ჯანაშია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
26 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასული 10 ათასზე მეტი მასწავლებლიდან სერთიფიკატის მოპოვება მხოლოდ
1147-მა შეძლო. გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, მიღებული შედეგი არასახარბიელოა, თუმცა ის ვერ შეედრება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლენილ სავალალო შედეგებს. სიმონ ჯანაშია მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და მას თავისი მნიშვნელობით რამდენიმე წლის წინ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებასაც ადარებს: ”ჩვენ ძალიან ბევრი რამის მიმართ შეგვეცვლება ჩვენი დამოკიდებულება. გვეცოდინება, თუ ვინ აკმაყოფილებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც საზოგადოება პედაგოგს უყენებს. იმ მასწავლებლებს კი, რომლებიც მოიპოვებენ სერთიფიკატებს, ექნებათ მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ დამსახურებულად მოითხოვონ საკუთარი პროფესიის მეტად დაფასება. ეს, ერთგვარად, შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას მასწავლებლების მიმართ. თუკი პირველივე ცდაზე ვერ მიიღეს პედაგოგებმა სერთიფიკატები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ ვერ დაძლევენ ამ ბარიერს. მათ, ცხადია, კიდევ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება”, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
XS
SM
MD
LG