Accessibility links

ეკოლოგები 300 მილიარდ დოლარად აფასებენ ტყის ხანძრებით გამოწვეულ ზარალს


რუსეთისთვის ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალი, ეკოლოგების შეფასებით, 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ველური ბუნების დაცვის ცენტრის გენერალური დირექტორის ალექსეი ზიმენკოს ცნობით, ეს რიცხვი უშუალოდ ტყეებს ეხება, თორემ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი გაცილებით მეტია. ზარალის ასეთ დიდ მასშტაბს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთში არ არსებობს ტყეების მართვის სახელმწიფო სისტემა. 2010 წელს, ანომალური სიცხეების მიზეზით, რუსეთში 29 ათასზე მეტი ბუნებრივი ხანძარი აღირიცხა ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აღემატება. დაიღუპა 53 ადამიანი, დაიწვა 2500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
XS
SM
MD
LG