Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლა სარკოზი საქინე მოჰამადი-აშტიანის დამცავ კამპანიას შეუერთდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეუერთდა ირანელი ქალის საქინე მოჰამადი-აშტიანის დამცავ საზოგადოებრივ კამპანიას. მოჰამადი-აშტიანი დამნაშავედ სცნეს ქმრის ღალატში და მიუსაჯეს სიკვდილი ქვით ჩაქოლვის გზით. სარკოზის თქმით, პარიზი პასუხისმგებლობას გრძნობს 43 წლის ქალისთვის, რომლის სასამართლო პროცესმა გვიჩვენა, რამდენად ხშირად გამოაქვთ ირანში სასიკვდილო განაჩენები, მათ შორის, დასჯის „შუასაუკუნეობრივი“ მეთოდების გამოყენებით. მანამდე ირანელი ქალის დასაცავად გაილაშქრეს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა ჟაკ შირაკმა და ვალერი ჟისკარ დ’ესტენმა, აგრეთვე, ნიკოლა სარკოზის მეუღლემ კარლა ბრუნიმ. კამპანიის თაოსანია ფრანგი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ბერნარ-ანრი ლევი.
XS
SM
MD
LG