Accessibility links

logo-print

დავითაია: ცხინვალში ერთ რუს ჯარისკაცზე ერთი ადგილობრივი მოსახლე მოდის


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ აფხაზებს და ოსებს იმის გაცნობიერებისკენ მოუწოდა, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენაა. დღეს გამართულ ბრიფინგზე დავითაიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აღიარებიდან მეორე წლისთავზე, ცხინვალში ერთ რუს ჯარისკაცზე ერთი ადგილობრივი მოსახლე მოდის, აფხაზეთში კი, მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა. ვიცე-სპიკერის თქმით, ეთნიკური აფხაზები ვერ აკონტროლებენ ვერცერთ მნიშვნელოვან სფეროს და აფხაზეთში ყველაფერი ეკუთვნის რუსეთს, რის გამოც ბოლო ხანს, აფხაზებისა და რუსების დაპირისპირება იზრდება.
XS
SM
MD
LG