Accessibility links

logo-print

სოხუმსა და ცხინვალში დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეორე წლისთავს აღნიშნავენ


ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეორე წლისთავს აღნიშნავენ. სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, რომ სადღესასწაულო აქციები აფხაზეთის ყველა ქალაქში მიმდინარეობს და ზეიმი დღეს ღამით, სოხუმში კონცერტით დასრულდება. საღამოს დაგეგმილი კონცერტის, მანამდე კი, სახალხო სეირნობის შესახებ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი. მისივე ცნობით, დღეს ცხინვალში გაიმართა დისკუსიაც, რომლის მონაწილე ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგები შეაფასეს.
XS
SM
MD
LG