Accessibility links

logo-print

დანიამ ნატოს უარი განუცხადა ავღანეთში F-16-ების გაგზავნაზე


დღეს დანიამ უკუაგდო ნატოს მოთხოვნა, ავღანეთში გაგზავნოს F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლენე ესპერსენმა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტში თათბირის შემდეგ თქვა, რომ დანია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ავღანეთის კამპანიაში. მისი თქმით, ახლა სხვა ქვეყნების რიგია, უპასუხონ ნატოს მოთხოვნებს. ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედ საერთაშორისო კონტინგენტში დანიის 750 სამხედრო მსახურობს. პროპორციულად დანიელებმა ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღეს. საბრძოლო მოქმედებებში დანიის 34 ჯარისკაცი დაეცა.
XS
SM
MD
LG