Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ახალმა წყალდიდობამ საფრთხე შეუქმნა 350 ათას ადამიანს


პაკისტანში დღეს კვლავ გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე სინდის რეგიონში, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მდინარე ინდის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიწყო მოსახლეობის გაყვანა არაერთი დატბორილი ქალაქიდან. კატასტროფების სახელმწიფო რეგიონული უწყების ხელმძღვანელის, სალე ფარუყის თქმით, კარაჩიდან 100 კილომეტრში, ინდის დელტიდან, მოსახლეობის უმეტესობა გაყვანილია, მაგრამ ათასობით მოსახლე კვლავავ იქ რჩება. ერთი თვის წინ პაკისტანში ხანგრძლივი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობით 17 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რიცხვი 1500-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG