დღეს საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა კიდევ ასობით ბოშა. ისინი - ქალები, მამაკაცები და ბავშვები - ავტობუსებით მიიყვანეს პარიზის აეროპორტში, სადაც რუმინეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხეს. დღესვე ბუქარესტში ჩავიდნენ ლიონიდან გასახლებული ბოშები. სულ, საფრანგეთიდან, დღეს გასახლებულ იქნა 283 ბოშა, რითაც მათმა რიცხვმა წელს 8313-ს მიაღწია. შარშან საფრანგეთიდან რამდენიმე ასეულით ნაკლები ბოშა გააძევეს.
ყველაზე პოპულარული
1