Accessibility links

logo-print

მაკედონია, ალბანეთი და ინდოეთი დედა ტერეზას ასი წლისთავს აღნიშნავენ


მაკედონიამ, ალბანეთმა და ინდოეთმა დღეს დედა ტერეზას ასი წლისთავი აღნიშნეს. დედა ტერეზა ალბანური ეროვნების კათოლიკე იყო, რომელსაც 1979 წელს, ღარიბების დახმარებისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. დედა ტერეზა 1997 წელს გარდაიცვალა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ის ნეტარად შერაცხა, რაც ბოლო ნაბიჯია წმინდანად შერაცხვამდე.
XS
SM
MD
LG