Accessibility links

logo-print

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სტუმრად სძლია პორტუგალიას


ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის ბოლოსწინა მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად, დიდი უპირატესობით სძლია პორტუგალიის ნაკრებს - 80:57. გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინეს ფაჩულიამ (18 ქულა), სანიკიძემ (13), გრინმა და ცქიტიშვილმა (12-12). შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო პორტუგალიელი მირანდა - 20 ქულა. „C“ ჯგუფის მეორე მატჩი ბულგარეთისა და ბელგიის ეროვნულ გუნდებს შორის დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით - 92:81. თავის ბოლო შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები 29 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან.
XS
SM
MD
LG