Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს მიმართავს


31 აგვისტოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელ ხალხს მიმართავს. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ის ისაუბრებს ერაყიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გაყვანის დასრულების და ავღანეთში შეერთებული შტატების სამომავლო სტრატეგიის შესახებ. თეთრი სახლის წარმომადგენელი ბილ ბერტონი აღნიშნავს, რომ ობამა შეეცდება აუხსნას ამერიკელ ხალხს ავღანეშთი ამერიკული მისიის მნიშვნელობა. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ბარაკ ობამა ავღანეთში ნომერ პირველ პრიორიტეტად ალ-ყაიდასთან ბრძოლას დაასახელებს. ობამა ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ერაყის ხელისუფლება შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების გასვლის შემდეგ მოახერხებს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

XS
SM
MD
LG