Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ტოიოტა” შეერთებული შტატებიდან ქარხნული წუნის გამო მილიონზე მეტ ავტომობილს იხმობს


ერთ-ერთი უდიდესი იაპონური კონცერნი ”ტოიოტა” შეერთებული შტატებიდან უკან იხმობს მილიონზე მეტ ”კოროლასა” და ”მატრიქსის” მოდელის ავტომობილს. როგორც ”ტოიოტას” წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ მოდელებში აღმოჩნდა დეფექტი, რომელიც აფერხებს ავტომობილის დაძვრას ან შესაძლებელია მოძრაობის დროს ავტომობილის უეცარი გათიშვაც. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ”ტოიოტამ” სხვადასხვა ტიპის დეფექტის გამო მსოფლიოდან 10 მილიონამდე ავტომობილი გამოიხმო, რამაც კომპანიის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

XS
SM
MD
LG