Accessibility links

თბილისის საკრებულო დევნილებისა და გარემოვაჭრეების საკითხს განიხილავს


დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულო განიხილავს დევნილებისა და გარემოვაჭრეების საკითხს. ამის შესახებ იუწყება "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე. დოლიძის თქმით, მისთვის, როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორივე პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, საკრებულოს სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან გაიმართება დევნილებისა და მოვაჭრეების საპროტესტო აქცია.

XS
SM
MD
LG