Accessibility links

თსუ-ში აუდიტი მუშაობას დღეს დაასრულებს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტმა მუშაობა დღეს უნდა დაასრულოს.

უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება და 2009 წლის იანვრიდან პერიოდს ეხება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის, რომან ხარბედიას ინფორმაციით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ძირითადად, ითხოვენ აკადემიური საბჭოს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს, ასევე, შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციას. მისივე განცხადებით, ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის შესახებ გამოძიებას თავად შეატყობინეს.

2008-2009 წლებში, როდესაც ბიბლიოთეკა გატეხილი დახვდათ, გაარკვიეს, რომ რამდენიმე დასახელების გამოცემა აღწერილი წიგნებიდან დაკარგული იყო. შემდეგი აღწერისას კი, გამოიკვეთა, რომ დანაკლისი იზრდებოდა და საბოლოოდ 39 დასახელების წიგნი აღმოჩნდა დაკარგული. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია და აღწერა ახლაც გრძელდება. წიგნების დაკარგვის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული, ხოლო ბიბლიოთეკის გამგეს უფლებამოსილება შეუჩერდა.
XS
SM
MD
LG