Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოშების გასახლებით არ არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას


საფრანგეთის ხულისუფლებამ უპასუხა საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც გამოიწვია ქვეყნიდან ასობით რუმინელი და ბულგარელი ბოშის გასახლებამ. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მკაცრად იცავს ევროკავშირის კანონმდებლობას. მანამდე რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტმა საფრანგეთს მოუწოდა, უარი თქვას ბოშების კოლექტიურ დეპორტაციაზე. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთის ხელისუფლებამ რუმინეთსა და ბულგარეთში რვა ათას ბოშაზე მეტი გაასახლა.
XS
SM
MD
LG