Accessibility links

logo-print

ფეშავარში მძევლების გამო ინციდენტი დასრულდა


პაკისტანის უშიშროების ძალებმა იერიშით აიღეს ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ისლამისტმა მეამბოხეებმა ორი მძევალი აიყვანეს. პოლიციის წარმომადგენლის, ალი ხანის თქმით, შეიარაღებული პირები დანებდნენ და არავინ დაშავებულა. სამხედრო კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში დაკავებული ისლამისტების დაკითხვის დროს გაქცევის მცდელობისას, მათ განაიარაღეს ორი მცველი. ფეშავარის პოლიცია იუწყებოდა ადრე, რომ შეიარაღებული პირების ჯგუფი შეეცადა შეეღწია შენობაში, დაცულ არეალში, სადაც შინაგანი დაზვერვის შენობა და აშშ-ის საკონსულო მდებარეობს. ამავე ცნობით, უშიშროების ძალებმა მოახერხეს შეტევის მოგერიება და ცხარე ბრძოლის შემდეგ თავდამსხმელებმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას შეაფარეს თავი.
XS
SM
MD
LG