Accessibility links

logo-print

ტყიბულის მაღაროში აფეთქებას სამი ადამიანი შეეწირა


ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მეთანის გაზმა გამოიწვია. მძიმედ დაშავებული შვიდი მაღაროელი თბილისში საავადმყოფოში იმყოფება. წელს მარტის თვეშიც მოხდა ტყიბულში მსგავსი აფეთქება, რომელსაც ოთხი მაღაროელი შეეწირა. ტყიბულში დღეს იმყოფებოდა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ტყიბულის მაღაროში დისციპლინა უნდა გამკაცრდეს, - ეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტყიბულში მაღაროელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უსაფრთხოების ზომები აქ, როგორც ჩანს, დაცულია, მაგრამ თუ არ იქნება დისციპლინა, უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. თქვენთან კი დისციპლინა მორყეულია, უთხრა პრეზიდენტმა მაღაროელებს და დასძინა, რომ დაავალებს მთავრობას, იქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ, რათა წესები იყოს მკაცრად დაცული და უნდა მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაცია, უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, თქვა სააკაშვილმა ტყიბულში.
XS
SM
MD
LG