Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ევროპის ბანკებიდან თავისი კაპიტალი გაიტანა


ირანმა თავისი კაპიტალის ნაწილი გაიტანა ევროპის ბანკებიდან, რათა წინ აღუდგეს საერთაშორისო საფინანსო სანქციებს. ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ ბაჰმანიმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი ევროპის ბანკების შესაძლებელი მცდელობის მიმართ გადაიდგა, გაუყინონ ირანს თანხები. წელს ივნისში, გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს ახალი სანქციები დაუწესა თეირანის უარის საპასუხოდ, შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა. ამას მოჰყვა აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები, რომლებიც საბანკო, სანავთობო და ტრანსპორტის სფეროს ეხება.
XS
SM
MD
LG