Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამობასთან დაკავშირებით 240 პატიმარი შეიწყალეს


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. მათგან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211 პატიმარი, მათ შორის - სამი არასრულწლოვანი და 10 ქალი კი მსჯავრდებულია.

მინისტრის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 27 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო ორი პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა.
XS
SM
MD
LG