Accessibility links

logo-print

სერბია ევროკავშირში კოსოვოს გარშემო მოსალაპარაკებლად დელეგაციას მიავლენს


სერბიის ოფიციალური პირები ევროკავშირთან მოილაპარაკებენ გაეროს, მათ მიერ დაგეგმილი რეზოლუციის გარშემო, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის უარყოფას ეხება. პრეზიდენტ ბორის ტადიჩის თქმით, მოლაპარაკება ბრიუსელში „მალე“ გაიმართება. მისივე თქმით, რეზოლუციის გარშემო კომპრომისი შესაძლებელია. სერბია ეწინააღმდეგება კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას და აპირებს გაეროში გაიტანოს შესაბამისი რეზოლუცია. ამ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგრადში სტუმრობისას განაცხადა, რომ სერბიამ უნდა დაივიწყოს რეზოლუციის საკითხი და შეეგუოს თავისი ყოფილი ოლქის დაკარგვის რეალობას.
XS
SM
MD
LG