Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში სპეცოპერაციისას მოკლული 12 მეამბოხიდან ორი ამოიცნეს


ჩეჩნეთში, კურჩალოს რაიონში კვირას დილას, სპეცოპერაციისას მოკლული 12 მეამბოხიდან ორი ამოიცნეს. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, ორი ამოცნობილი პირი შედიოდა ასლან მასხადოვის თანამებრძოლის, 2005 წელს მოკლული ახმედ ავდორხანოვის ექსტრემისტულ დაჯგუფებაში. სოფელ ცენტოროის მიდამოებში სპეცოპერაციას პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს. მისი სიტყვებით, შეტაკებაში დაიჭრა ოთხი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. დაშავდა აგრეთვე ოთხი ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ორი ბავშვი.
XS
SM
MD
LG