Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მომავალ კვირაში ყვითელ ზღვაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებს


ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მომავალ კვირაში ყვითელ ზღვაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებს. სწავლება ოთხშაბათს დაიწყება და შაბათამდე გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სანაპირო ქალაქ ცინდაოს რაიონში განლაგებული ძალები. მანამდე პეკინმა მკაცრად გააკრიტიკა ყვითელ ზღვაში შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მიერ გასულ თვეში მოწყობილი ერთობლივი სამხედრო სწავლება და მანევრები, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ისევ გეგმავს მომავალ თვეში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ასეთი მოქმედება კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG