Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მაშვლები სამხედროებთან ერთად ცდილობენ, არ დაუშვან ქალაქ თჰატის დატბორვა


პაკისტანის პროვინცია სინდში მაშვლები სამხედროებთან ერთად ცდილობენ, არ დაუშვან ქალაქ თჰატის დატბორვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმართავენ ზომებს დამცველი ჯებირების გასამაგრებლად. თჰატის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დატოვა სახლები მოვლენათა უარესი განვითარების შიშით. პაკისტანში კოკისპირული წვიმებით გამოწვეული წყალდიდობით 17 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
XS
SM
MD
LG