Accessibility links

logo-print

სუმატრაზე ათი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები ვულკანის ამოფრქვევის გამო


ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ათი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები ვულკანის ამოფრქვევესათან დაკავშირებული საფრთხის გამო. როგორც ბიბისი იტყობინება, ქალაქ მედანიდან 60 კილომეტრზე მდებარე ვულკანი კვამლს და ფერფლს აფრქვევს კილომეტრნახევრამდე სიმაღლეზე. ვულკანი სინაბუნი სუმატრის ჩრდილოეთში მდებარეობს. ვულკანოლოგების თქმით, ის უკანასნელი 400 წლის განმავლობაში პირველად ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG