Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში, სოფელ ცენტოროის მახლობლად, სპეცოპერაციაში დაიღუპა ხუთი მილიციონერი და ჩვიდმეტი დაიჭრა


ჩეჩნეთში, სოფელ ცენტოროის მახლობლად, სპეცოპერაციაში, დაზუსტებული ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მილიციონერი და ჩვიდმეტი დაიჭრა. ეს ცნობა მოჰყავს „ინფერფაქსს“ რუსეთის პროკურატურასთან არსებულ საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. იტყობინებიან ასევე, რომ სამოქალაქო პირთა შორის შვიდი ადამიანი დაიჭრა. ოპერაციას, რომლის მსვლელობისას 12 მეამბოხე იქნა მოკლული, პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG