Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელებმა დაამარცხეს ბულგარეთის ნაკრები


ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის ბოლო მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა თბილისში დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები - 94:83. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს სანიკიძემ (27 ქულა), ფაჩულიამ, მარკოიშვილმა (14-14) და გრინმა (11). დღესვე, „C“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა სძლია პოლონეთის ეროვნულ გუნდს (70:67) და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ქართველი კალათბურთელები ბელგიელებს ერთი ქულით ჩამორჩნენ და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ.
XS
SM
MD
LG