Accessibility links

ევროკავშირი ერაყს ბირთვული ობიექტების დახურვაში ეხმარება


ევროპის კავშირმა და ერაყმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიქტატორ სადამ ჰუსეინის დროს აგებული ბირთვული ობიექტების დემონტაჟის, რეზერვაციისა და დეაქტივაციის შესახებ. საამისოთ ევროკავშირი 3 მილიონ 200 ათას დოლარს გამოყოფს. აქამდე ერაყმა საკუთარი ძალებით შეძლო დაეხურა მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტი ბაღდადის ცენტრში. ევროკავშირის პროგრამა ერაყელი სპეციალისტების მომზადებისა და ტექნიკის მიწოდების შესახებ ათ წელზეა გათვლილი. პროექტში მონაწილეობს ერაყის 80-მდე მეცნიერი.
XS
SM
MD
LG