Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ სუდანში ორი რუსი მფრინავი გაიტაცეს


დასავლეთ სუდანში ორი რუსი მფრინავი გაიტაცეს. ისინი საკონტრაქტო ხელშეკრულებით სუდანის ავიაკომპანია ”ბადრ ეალრაინსში” მუშაობდნენ. მფრინავები უცნობებმა კვირას საღამოს ქალაქ ჰიალადან გაიტაცეს. უცხოელების გატაცების შემთხვევები დარფურში ხშირია. გატაცებულთა შორის ხშირად ხვდებიან გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები. როგორც წესი, გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით ხდება.
XS
SM
MD
LG