Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა და აშშ-მა მკაცრად გააკრიტიკეს რაბინ ოვადი იოსეფის გამონათქვამები


ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს რაბინი, რომელმაც სიტყვიერად შეუარცხყო პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს აპარატმა განაცხადა, რომ რაბინ ოვადი იოსეფის გამონათქვამები არ ასახავს ისრაელის მთავრობის პოზიციას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რაბინის გამონათქვამები შეაფასა პროვოკაციად, რომელსაც ზიანი მოაქვს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის. ისრაელ-პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებები 2 სექტემბერს ვაშინგტონში უნდა განახლდეს.
XS
SM
MD
LG