Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ახალი ორლეანის მცხოვრებლებთან ერთად ”კატრინას” ხუთი წლისთავი აღნიშნა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი ორლეანის მცხოვრებლებთან ერთად ”კატრინას” , როგორც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ქარიშხლის, ხუთი წლისთავი აღნიშნა. პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ახალი ორლეანელების მიერ ქალაქის აღსადგენად გაწეულ შრომას და მათ დამატებით დახმარებას დაჰპირდა. 2005 წლის 29 აგვისტოს კატრინამ 500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნახევარი მილიონი ევაკუირებული იყო, ქალაქის 80 პროცენტი კი წყლის ქვეშ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG