Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეებს ზუგდიდშიც აუკრძალეს ტროტუარებზე ვაჭრობა


თბილისის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ზუგდიდის ქუჩებიც გაათავისუფლეს. დილის 6 საათზე, პოლიციისა და მეხანძრეების დახმარებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს დახლების გაშლამდე განუცხადეს, რომ კანონის შესაბამისად დღეიდან გარევაჭრობა აეკრძალათ. გარემოვაჭრეებს, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახს მხოლოდ ვაჭრობით არჩენს, ადგილობრივმა მთავრობამ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, მაგრამ მათი უმრავლესობა იქ შესვლაზე უარს აცხადებს. მიზეზი - ანტისანიტარია.
XS
SM
MD
LG