Accessibility links

logo-print

პუტინი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ მილიცია ძალას გამოიყენებს უსანქციო მიტინგების წინააღმდეგ


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ოპონენტები გააფრთხილა, რომ მილიცია ძალას გამოიყენებს უსანქციო დემონსტრაციების წინააღმდეგ. ამ შინაარსის განცხადება პუტინმა რუსეთის ყოველდღიურ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში გააკეთა. სამართალდამცველები რეგულარულად მიმართავენ ძალას მოსკოვში ანტისამთავრობის საპროტეტო აქციების დასაშლელად. აქტივისტები კი მოითხოვენ, დაცულ იქნეს შეკრების უფლება, გარანტირებული რუსეთის კონსტიტუციით. „კომერსანტთან“ ინტერვიუში პუტინმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი 2000-დან 2008 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რის შემდეგაც ამ პოსტზე დმიტრი მედვედევი აირჩიეს. 2012 წელს პუტინს ისევ ექნება საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
XS
SM
MD
LG