Accessibility links

logo-print

პოლონეთში „სოლიდარობის“ დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავენ


პოლონეთში დამოუკიდებელ პროფკავშირ „სოლიდარობის“ დაარსების 30-წლიან იუბილეს აღნიშნავენ. „სოლიდარობამ“ გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური რეჟიმის დამხობაში. ქალაქ გდანსკში, რომელში მდებარე გემსაშენ ქარხანაშიც დაიწყო მუშების საპროტესტო აქციები, რასაც „სოლიდარობის“ ჩამოყალიბება მოჰყვა, გუშინ ჩატარდა კონცერტი სახელწოდებით „ხელოვნებათა სოლიდარობა“. კონცერტზე შეკრებილებს „სოლიდარობის“ ყოფილმა ლიდერმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ მიმართა და განაცხადა: "მაშინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ მოვესწრებოდი დროს, როცა პოლონეთში აღარ იქნებოდა კომუნიზმი, არ იქნებოდნენ საბჭოელები, რომ პოლონეთი სუვერენული და დამოუკიდებელი იქნებოდა, დამიჯერეთ - მე ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთ დროს მოვესწრებოდი, რომ ჩვენ ამას შევძლებდით“.
XS
SM
MD
LG